ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია მის გუნდთან ერთად ახალ ოფისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე გადავიდა.
როგორც მელიას თანაგუნდელმა ბაჩო დოლიძემ TV პირველს განუცხადა, მათ ოფიციალურად შეატყობინეს ლევან ხაბეიშვილს, რომ ახალ ოფისში გადადიან სამუშაოდ.
თავად ნიკა მელია ჯერ არ აკეთებს კომენტარს მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
კითხვაზე, თუ ვინ აფინანსებს საოფისე ხარჯებს, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ეს მათი პირადი ფინანსებია.
აღსანინავია, რომ რამდენიმე დღის წინ, თაკო ჩარკვიანმა პირველმა განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური ახალ პარტიას ქმნის, სადაც ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე იქნებიან.
თავად ნიკა გილაურმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას არ აპირებს.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს