პირველი არხი დიდი ცვლილებებისთვის ემზადება

376
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

“პირველი არხი იბრუნებს მაყურებელს და ეს პროცესი შეუქცევადი იქნება” – ამის შესახებ საზ.მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემა “აქტუალურ თემაში” სტუმრობისას განაცხადა.

როგორც უკვე ცნობილია, 15 სექტემბრიდან არხზე ახალი სეზონი, ასევე ახალი გადაცემები იწყება და როგორც ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, პირველი არხი იქნება ფლაგმანი ქართულ ტელესივრცეში.

“ფლაგმანი შეიძლება ახლაც არის, მაგრამ დაინახავს საზოგადოება ცოტა ხანში, რადგან არხი ბევრი მიმართულებით ვითარდება და შემოდგომისთვის ძალიან სერიოზულად ვემზადებით, ბევრი ისეთი სიახლე იქნება, რაც აქამდე პირველ არხზე არ იყო და წარმოადგენს პროდუქციას, რომელიც შეიძლება ორ-სამ ტელევიზიაში ერთად აღებული არ ყოფილა”- განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE