ახლა სხვა გიორგი ვაშაძეა? უხერხული მგონია ადამიანურად – თაკო ჩარკვიანი

643
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

პარტია “კანონი და სამართალი”-ს დამფუძნებელი თამარ ჩარკვიანი, ოპოზიციის მხრიდან, გიორგი ვაშაძის მიმართ ბოლო დროს დაწყებულ შავ კამპანიაზე საუბრობს.

“პიროვნებები ჰქმნიან პოლიტიკას, პიროვნება – ლიდერი, ეს არის პარტია და ამომრჩეველი – ასეა ეს, მე ბრძოლაში დასავლეთის ვექტორთან ერთად შევედი, როდესაც მოვიდნენ და მთხოვეს, რადგან მაშინ შედარებით შესუსტებული იყო 2016  წელს ბოკერიას ცნობილი “ გასვლის” გამო ნაც მოძრაობიდან, როცა პარლამენტში ნაც მოძრაობის ხმებით შევიდნენ)

ნაც .მოძრაობას და დასავლურ ვექტორს საკმაოდ გაუჭირდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მათი მხარდაჭერა და ამ გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ეს იყო სწორი და უმაგრესი სვლა, რადგან დასავლეთის ვექტორი არ უნდა შესუსტებულიყო, ეს სურდა ზუსტად რუსეთს და ამ ხელისუფლებას და ასეც მოხდა, საპრეზიდენტო არჩევნებში თითქმის 900 ათასი ხმა დავდეთ და მეორე ტური (ეს გამარჯვება იყო დიდი) მაშინ, ბევრმა ერთად ვიშრომეთ და გავიმარჯვეთ და არასოდეს მომისმენია გიორგი ვაშაძეზე მაშინ, ნაც.მოძრაობის ზოგიერთი ლიდერისგან  მის მიმართ  ამ ტიპის  უხერხული ბრალდებები, არც მაშინ მომისმენია, რაიმე ბრალდება, როცა სააკაშვილმა 2018 წელს ორჯერ ღიად თქვა: კარგი პრემიერი იქნებოდაო, საოცარია, არც მაშინ უთქვამს მაგალითად სალომე სამადაშვილს სააკაშვილისთვის, “ასე კარგად  რატომ საუბრობთ, რატომ თქვით, რომ კარგი პრემიერი იქნებოდაო გიორგიე ვაშაძე, მისი სიდედრის ძმა ხომ ჩხარტიშვილიაო”

არც მოგვიანებით, როცა გიორგი ვაშაძე, შტაბის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, არც მაშინ, როცა 20 ივნისის შემდეგ ძალიან საჭირო  გახდა გიორგი ვაშაძის დახმარება, არც მაშინ მომისმენია ბრალდებები, პირიქით ქება მომისმენია.

ახლა – სხვა გიორგი ვაშაძეა??) უხერხული მგონია ადამიანურად, ამ ტიპის განცხადებები  პოლიტიკურად კი – დიდი შეცდომა, რადგან ამით საბაბს და სალაპარაკოს აძლევ ხელისუფლებას და ფსევდო ოპოზიციას ანუ ჩვენს საპრეზიდენტო არჩევენებს , “ ძალა ერთობას” საარჩევნოდ ჩხარტიშვილი აფინანსებდა და რაიმე შეხება ჰქონდა?  ეს ხომ აბსურდია და დიდი სისულელე!

ცოტა დავფიქრდეთ ხოლმე რა?! ოპონირება კი ნუ დაგვავიწყებს ყველას და ყველაფერს, ჩვენ დასავლეთის მომხრეები პარტნიორებად უნდა დავრჩეთ, წინ დიდი ბრძოლაა და მე სააკაშვილის რეფორმების გულშემატკივარი ვარ, სააკაშვილის ნიჭის სახელმწიფო ინსტიტუციების შენების გულშემატკივრად ვრჩები და რა ვქნა მის გარეშე თუ ზოგიერთი ლიდერი “არაფერი და არავინ “ მგონია, როგორც პოლიტიკოსები და ზოგიერთიც კიდევ ბოკერიასთან გარიგებული, (ამაზე თავად ნაც მოძრაობის გულწრფელი და იდეალისტი მომხრეები ღიად საუბრობენ)

მე ბრძოლაში სხვა მოლაპარაკებით შევედი სულ სხვა ადამიანებთან ერთად და 2018 წელს გულწრფელი ბრძოლით და შრომით შედეგიც დავდეთ, ახლა სხვა მოლაპარაკებებია, ჩემთვის მიუღებელი – წერტილი აქ, ან გნებავთ მრავალწერტილი.

 ეს არჩევანი, რაც გავაკეთეთ მე და გიორგი ვაშაძემ, ეს ახალი პლატფორმა – მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა ამ სტაგნაციიდან და უმოქმედობიდან გამოსვლისა, ეს ჩვენი არჩევანია – სტრატეგია, ლეგიტიმურ კითხვას კი ისევ გავიმეორებ: ხაზარაძე, ელისაშვილი, ბურჯანაძე, ბესელია, ინაშვილი, ბოკერია, ქართული ოცნება და სხვა – ეს პარტიები სააკაშვილის პოლიტდევნილობის შეწყვეტას ან გაპრემიერებას, (ან რომელიმეს) ხელს მოაწერენ? მათი უკვე ცნობილი განცხადებებიდან ჩანს, რომ არა!
ჰოდა თუ არა, მაშინ არითმეტიკის ცოდნა კარგი იქნებოდა “მავანთათვის” ან ვინც არ იცის – კალკულატორი მოიმარჯვოს! ევრო ვექტორი – დასავლეთის მომხრე ვექტორი ვიყოთ ერთად, რომ რუსეთი არ შეგვრჩეს!”– წერს თაკო ჩარკვიანი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE