ბოლო ამბები
11/12/2024

ახლაც იქ იქნებოდნენ, ბიძინას კინწისკვრით რომ არ გამოეყარა – ელისო კილაძე “რესპუბლიკელებზე”

გაზიარება

ახლაც იქ იქნებოდნენ,ბიძინას კინწისკვრით რომ არ გამოეყარა – ასე ეხმიანება ჟურნალისტი ელისო კილაძე “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძის მიერ, გადაცემა “რეაქციაში” მოყოლილ ამბავს.

“2014 წელს უთქვამს ბიძინას “რესპებისთვის” – თქვენი გამოსვლის გამო ბოდიშის შეთვლამ მომიწია პუტინისთვისო. 2014 წელს არა თუ გაამხილეს ეს ამბავი,არამედ ისევ ეჭირათ პარლამენტის თავმჯდომარის,თავდაცვის მინისტრის და კიდევ რაღაცა პოსტები,უძღვნიდნენ ხოტბას უცხოურ მედიაში და ახლაც იქ იქნებოდნენ,ბიძინას კინწისკვრით რომ არ გამოეყარა
ერთი მიზეზი მითხარით,რატომ უნდა ვენდო ასეთ ადამიანებს,ან რატომ უნდა აღვფრთოვანდე მათი მონაყოლით,ან რატომ უნდა ვანდო მათ ჩემი ქვეყნის მომავალი და მივცე ხმა?! – წერს ელისო კილაძე.

სხვა ამბების წაკითხვა