ნიკა არაბიძის პასუხი რობერტ სტურუას (ვიდეო)

1068
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

იუმორისტი ნიკა არაბიძე გამოეხმაურა რეჟისორ რობერტ სტურუას, რომელმაც ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ ამერიკელები ჩვილ ბავშვებს კისრიდან სითხეს უღებენ და ამ ნივთიერებით ახალგაზრდობას იხანგრძლივებენ.

“რუსეთიდან მობერილ ანტიდასავლურ ნიავს, კიდევ ერთხელ შთაბერა, ქართული თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთმა უდიდესმა სახემ, რობერტ სტურუამ. “ამერიკელები ჩვილ ბავშვებს აწამებენო, კისრიდან სითხეს უღებენ და ამით ახალგაზრდობას იხანგრძლივებენო”

ბატონო რობერტ, ეგ მართლა გჯერათ? კარგით რაა!! ბრეხტის, შექსპირის და ასეთი უდიდესი დრამატურგების შემდეგ, პუტინის პიესებზე რამ გადაგიყვანათ?  სხვათაშორის, ძალიან ახლოს დგახართ წყალთან და ცოტა გამოიწიეთ, ნუ ყრით წყალში ყველაფერს, რაც გაგიკეთებიათ”-  მიმართა ნიკა არაბიძემ მისსავე გადაცემის მონოლოგში.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE