ყოველთვის მოგხვდებათ ცხვირში – კახა კალაძის პასუხი “რუსთავი2”-ს (ვიდეო)

527
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თბილისის მერი “რუსთავი2”-ს სიცრუეში ადანაშაულებს. საკითხი ეხება კურიერის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც საბავშვო ბაღებში კვების ტენდერებს ეხება.

„მინდა, მოვუწოდო ყველა სახელმწიფო უწყებას, რომ არცერთი ტყუილი და სიცრუე არ გაუტარონ ამ ტელევიზიას. ამ სიცრუეს საზოგადოება ისმენს და ბევრს მართალი ჰგონია. ყველა ტყუილზე უნდა იყოს რეაგირება. მოვუწოდებ “რუსთავი 2-ს”, თავი დაანებონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ამის შესაძლებლობას არ მივცემთ. 

მინდა, შევეხო ისევ და ისევ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ სიცრუეებს. გაკეთდა სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო, რომ, თითქოს, 61 ათასი ბაღის აღსაზრდელი დარჩა საკვების გარეშე. აი სრულიად გაუგებარია, საიდან მოაქვთ ეს ინფორმაცია. საახალწლოს ღონისძიებებზე, თითქოს, დედაქალაქის მერია სცენის მოწყობაში ხარჯავს 2 მილიონ ლარს. რომ დავაჯამოთ ეს ციფრები, დაახლოებით, გამოდის 1 მილიონ 61 ათასი. ეს დამოკიდებულება და მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის მოგხვდებათ ცხვირში,“- განაცხადა კახა კალაძემ.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE