ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 17 ნოემბერს გამოაცხადა. მას ასევე ჩამოერთვა 2 ავტომობილი და 30 ათასი ლარი, რომელიც მისი დაკავების დროს, სახლის ჩხრეკისას იქნა ამოღებული.
უკვე მსჯავრდებული ელისო კილაძე ამბობს, რომ მისი საქმე არის შეთითხნილი, რომელშიც მამუკა მდინარაძეს ადანაშაულებს. კილაძე არ აპირებს დანებებას და ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.
ის ასევე გაასაჩივრებს არსებულ განაჩენს.
ელისო კილაძე 2026 წლის 18 თებერვალს, ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე დააკავეს.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს





