გიგა ბოკერია მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს, თამარ ჩერგოლეიშვილი კი მის კამპანიაში ერთვება

226
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

გიგა ბოკერია ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს, რომლის საარჩევნო კამანიაშიც მისი მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილიც ერთვება, რომელიც ახალგაზრდობის მიმართულებას უხელმძღვანელებს.

“დაგვადგა ნათელი! გიგა ბოკერიამ გადაწყვიტა მაჟორიტარად იყაროს კენჭი.

ფოთი, ხობი, სენაკი.

ვინაიდან ამ დღეს მე დიდხანს ველოდი და პროცესი მაგრად მაინტერესებს:

1. ტაბულას სამი თვე ლევან სუთიძე ურედაქტორებს და მე ვდისტანცირდები – სანამ კამპანიაა.

2. მე გადავალ საცხოვრებლად ფოთში და ჩავიბარებ ახალგაზრდების მიმართულებას.

3. ყველას, ვისაც ჩვენ მოგწონვართ, ან უბრალოდ – გაინტერესებვართ და ცხოვრობთ ფოთში, ხობში, სენაკში და მის შემოგარენში – შემეხმიანეთ.

ჯერ მოგისმენთ და მერე ერთად მოვიფიქრებთ რა ვქნათ – როგორ მოვიგოთ.”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE