ბუსა ჟვანიას ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა

288
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟს, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას, ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის საქმესთან დაკავშირებით ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობაზე წარედგინა, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ოფიციალურ ინფორმაციას მთავარი პროკურაუტურა ავრცელებს:

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 აგვისტოს, გამთენიისას, ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე  მდებარე ლ.თ.-ს  საცხოვრებელი სახლის  აივანზე,  ბ.ჟ.-მ ლ.თ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები  მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა  და   უკანა ზედაპირზე.ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე.  

ლევან თოფაძეს სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად. გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.

სამართალდამცველებმა ბუსა ჟვანია  2020 წლის 02 აგვისტოს დააკავეს. 2020 წლის 3 აგვისტოს მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბ.ჟ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.”- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE