თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და ახლობლების აქცია ამერიკის საელჩოსთან

678
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ამერიკის საელჩოსთან, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა და ოჯახის ახლობლებმა აქცია გამართეს. ისინი ითხოვენ, რომ საქმის გამოძიებაში ამერიკის ფედერალური ბიურო ჩაერთოს.  თეონა თამაზაშვილის თქმით, ქართულ გამოძიებას არ ენდობა, რადგან ისინი ხელს აფარებენ იმ სამ მაღალჩინოსანს, რომელზე კომპრომატებიც სავარაუდოდ, სწორედ თამარ ბაჩალიაშვილს აღმოაჩნდა. ეს ინფორმაცია კი ტელეკომპანია “ფორმულამ” წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ შიმშილობას დაიწყებს, სანამ მისი მოთხოვნა არ შესრულდება და გამოძიებაში ამერიკული მხარე არ ჩაერთვება.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE