19/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›შემთხვევა

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა — მაშველები ექვს ადამიანს ეძებენ

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილზე მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევა, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი ადამიანი გამოიყვანეს და სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ოთხივე მათგანი კონტაქტურია.

ამასთან, სამაშველო სამსახური ექვს ადამიანს ეძებს, მათ შორის 2 მცირეწლოვან ბავშვს, 17:30 საათის განახლებული ინფორმაციით, მაშველებმა ერთი მცირეწლოვანი ცოცხალი ამოიყვანეს.

მინისტრის ინფორმაციით, აფეთქების სავარაუდო მიზეზი გაზის გამათბობელი გახდა. შემთხვევის ადგილას მეხუთე სართულზე მცხოვრები მოქალაქე გამათბობლის ჩართვას ცდილობდა. მისი მონათხრობის თანახმად, მან გამათბობელი ღამით ჩართო, შემდეგ გამორთო, დილით კი ხელახლა ჩართვის მცდელობისას აფეთქება მოხდა.

აფეთქების შედეგად შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. სამაშველო სამუშაოების დროს საყრდენი კედელიც გადაიხარა, რის გამოც შენობის ნაწილის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს და სამაშველო ღონისძიებების ნაწილი დროებით შეჩერდა.

კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, პოლიცია და შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები.

სამაშველო სამუშაოები გრძელდება.