“უიმე დედა ტურისტიო“-დაიკივლა ერთ ერთი კაფის მიმტანმა გოგონამ – სახალისო ამბავი ქუთაისიდან

551
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დავით ლიკლიკაძე ჰყვება სახალისო ამბავს, რომელიც ქუთაისში მყოფ გერმანელ ტურისტებზეა.

“ორი გერმანელი ტურისტი გამოჩნდა ქუთაისში, ფოტოებს უღებდნენ მერიის გვერდით რომ ქანდაკებებია. „უიმე დედა ტურისტიო“-დაიკივლა ერთ ერთი კაფის მიმტანმა გოგონამ. ამ ხმაზე სხვა კაფეების თანამშრომლებიც გამოცვივდნენ. იქვე უსაქმურად მდგარმა ტაქსისტებმაც ატეხეს ამბავი. გაიქცა ყველა, გავეკიდე მეც.

მაინტერესებს ამბავი. დამფრთხალი უცხოელები მოსწყდნენ ადგილს და გაიქცნენ „მონ-პლეზირის“ თაღისკენ. ვინც შედარებით უკან ვიყავით ვიხმარეთ ჭკუა და სასტუმრო „ქუთაისის“ უკანა ეზოდან დავარტყით ალყა. სულ დაიბნენ ეს გერმანელები და დამფრთხალ-შეშინებულები ისე მოხიეს, წერტილივით ჩანდნენ თეთრ ხიდზე. „კაი სირცხვილიაო“- დაიძახა ვიღაცამ, მაგრამ ვინ მიაქცია ყურადღება. ერთმა პატრული ხო არ გამოვიძახოთო, მაგრამ არც მას მოუსმინა ვინმემ. პირველი გიმნაზიის წინ აივნიდან ქალბატონი გვიყვიროდა-“ვინმე ხომ არ მოკლეს?”… მაგრამ ისიც დავაიგნორეთ. “დანქე შოო დავუძახოთ, დანქე შოო”, მოგვაძახა “სტაიანჩიკმა” მალხაზიმ, რომელიც უკანონოდ კრიბავს ფულს, ისედაც ფასიანი პარკინგიდან.

ახლა რუსთაველის ხიდისკენ მივქლოშინებთ მოსახლეობის ერთი ნაწილი, იქნება და გრიშაშვილის ქუჩაზე დავიჭიროთ სადმე. არაფერი ცუდი არ გვამოძრავებს არავის. თუ დავეწიეთ ხელი გვინდა მოვკიდოთ, მოვეფეროთ, სახლებში დავპატიჟოთ, თან გადავყვეთ,- მაგრამ დავიჭერთ კი?”– წერს დავით ლიკლიკაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE