როცა მიცვალებულზე მიტინგი ჩამიტარეთ ეკლესიის ეზოში, ახლა დგახართ ჩემ გვერდით ?! – თამუნა ბაჩალიაშვილის ბებიის მიმართვა

1210
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თამუნა ბაჩალიაშვილის ბებია რიტა ზურაბაშვილი მიმართავს პოლიტიკოსებს, ნუ ცდილობენ მისი შვილიშვილის სახელით პოლიტიკური ქულების გამოყენებას. ზურაბაშვილი განსაკუთრებულ აქცენტს შალვა ნათელაშვილზე აკეთებს.

  • “მე, რიტა ზურაბაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ბებია, 5 წელია, რაც აღარ ვარ ნინო ბურჯანაძის პარტიის გულშემატკივარი. მას შემდეგ, რაც წამოვედი პარტიიდან, მაშინ არ დაინტერესებულხართ ჩემით, ახლა კი, როცა მიცვალებულზე მიტინგი ჩამიტარეთ ეკლესიის ეზოში, ახლა დგახართ ჩემ გვერდით?!
  • შალვა ნათელაშვილს ძალიან გაუჭირდა, გასვენებებში დადის მიტინგით, საარჩევნოდ ხმას აგროვებს. სირცხვილი თქვე გარეწრებო! ძალიან გთხოვთ, ნუ სპეკულირებთ მიცვალებულით და ნუ ცდილობთ ამით პოლიტიკური ქულების დაწერას და ნურც ტელევიზიით გამოდიხართ!”– წერს რიტა ზურაბაშვილი ფეისბუქში.
თქვენი კომენტარი?
IMG.GE