ვნახეთ ჩვენი მთავარსარდალი, რომელიც მიწაზე გართხმული იხილა მთელმა ჯარმა და მთელმა ქვეყანამ – ირაკლი ღარიბაშვილი

373
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, მუხათგვერდში, ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულების საფლავები გვირგვინით შეამკო და კომენტარი გააკეთა 12 წლის წინ მომხდარ მოვლენებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც.

„ჩვენ აქ ვნახეთ ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახები, რომლებიც არიან გადნადგურებულები და ეს არის იმ უმძიმესი მემკვიდრეობის შედეგი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩვენს მთავრობას დაუტოვა.

მე კარგად მახსოვს უპასუხისმგებლო, მოღალატე პოლიტიკოსთა განცხადებები და მათი მოღალატეობრივი ქმედებები ომის დროს, მაშინ როცა ჩვენი გმირი სამხედროები სამაგალითოდ იბრძოდნენ და თავი გაწირეს ჩვენი ქვეყნისთვის, ვნახეთ თუ როგორ გამორბოდნენ სამარცხვინოდ, ვნახეთ ჩვენი მთავარსარდალი, რომელიც მიწაზე გართხმული იხილა მთელმა ჯარმა და მთელმა ქვეყანამ. ეს იყო სირცხვილი, რომელიც ყველამ ერთად ვიხილეთ და ამ სირცხვილს დაემატა ის ტრაგედია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცადა.

დღესაც ბედავენ ასეთი მოღალატე ადამიანები, ჩვენი მთავრობის კრიტიკას, რომელმაც განაპირობა გრძელვადიანი, უპრეცედენტო მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE