ლელა ვეფხვაძეს ფონდმა “ქართუ”-მ ბინა შეუძინა

3016
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

მომღერალ ლელა ვეფხვაძეს, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების სიმბოლოა, ბიძინა ივანიშვილის ფონდმა “ქართუ”-მ ბინა შეუძინა. ის წლების განმავლობაში ქირით ცხოვრობდა და თავს ამ დრომდე მეტროში სიმღერით ირჩენს.

ინფორმაცია ბინის შეძენის შესახებ ბიზნესმენმა ლევან მაღლაკელიძემ გაავრცელა.

„გილოცავთ ძვირფასო თანამოქალაქენო! მიზანი მიღწეულია, ჩვენი გმირი ლელა ერთობით ფეხზე წამოვაყენეთ. უახლოეს დღეებში ამ სიმღერას ლელა საკუთარ ჭერქვეშ შეასრულებს.

დიდი მადლობა ყველას მხარში დგომისათვის. უღრმესი მადლობა ,,ქართუ ფონდს” ,,ღირსების საქმის” ღირსეულად დაგვირგვინებისათვის! მრავალჟამიერ!” – წერს ლევან მაღლაკელიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE