გია ყანჩელის საიუბილეო საღამო წყნეთის ამფითეატრში

136
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

წყნეთის ღია ამფითეატრში ლეგენდარული კომპოზიტორის, გია ყანჩელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

მუსიკალურ საღამოზე კინოსა და თეატრისთვის შექმნილი ცნობილი მელოდიები
შესრულდა. მსმენელის წინაშე ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, ნატო
მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები
წარსდგნენ. კონცერტის დასასრულს კი გია ყანჩელის რამდენიმე ნაწარმოები ბექა
გოჩიაშვილმა შეასრულა.

პროექტი  სახელწოდებით „გაითავისე ცა და ისუნთქე… “კონცეპტArt-ის პროექტია, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. ხელოვანთა გაერთიანება
წყნეთის ამფითეატრ „უღრან ტყეში“ აქციას 17 ივლისიდან ატარებდა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE