არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვებთ! – დავით თარხან-მოურავი

840
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

“პატრიოტთა ალიანსი”-ს თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი პარტია გაიმარჯვებს. ამის შესახებ მან “ობიექტივი”-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

სექტემბერ-ოქტომბერში ისე ვიმოქმედებთ, რომ ყველაფერი შეიცვლება და არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვებთ! ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ არაერთხელ გააყალბა არჩევნები. ამ ხელისუფლებას და ჩვენს შორის უფსკრულია და ვიდრე ხელისუფლებაში კობახიძე-მდინარაძეები არიან, არაფერი შეიცვლება.

ეს ხელისუფლება ხალხის ზურგს უკან გაურიგდა სააკაშვილ-ბოკერიას და შესაბამისად, უნდა ველოდოთ დიდ სიყალბეს. მაჟორიტარ კანდიდატებად ერთმანეთის მეგობარ დეპუტატებს აყენებენ.

ასეთი ხალხი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში და ძალიან მალე ნახავთ, რომ ისინი გაქრებიან პოლიტიკური სივრციდან. ჩვენ მოქმედების ეფექტიან გეგმას წარვუდგენთ ამომრჩეველს და ბევრი რამ რადიკალურად შეიცვლება ქვეყანაში. სექტემბერ-ოქტომბერში ისე ვიმოქმედებთ, რომ ყველაფერი შეიცვლება და არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვებთ,“ – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE