როგორ იტკბარუნებენ პირს თამარის და მისი ოჯახის ტრაგედიით?! – ლელა გაფრინდაშვილი

661
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვიოლი, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, ცალკეული მედიასაშუალების მუშაობას აფასებს.

“ვინ იცის რა ჯოჯოხეთი გაიარა თამარმა, როგორ ეძებდა და ვერ იპოვა ნუგეში, თანადგომა და გამოსავალი?! როგორ გამოეცალა ფეხქვეშ მიწა და ჩამოემხო ცა? მე შენ გეტყვი, შეუძლებელია დღევანდელობაში სასოწარკვეთილი, ქანცგაწყვეტილი, იმედგადაწურული და სასომიხდილი ადამიანი?!

ზოგიერთებმა კი რა მასკარადი მოაწყვეს?! როგორ იტკბარუნებენ პირს თამარის და მისი ოჯახის ტრაგედიით?! როგორი მსუყე და სინდის-ნამუსისგან სრულიად თავისუფალი ღიმილი დასთამაშებთ სახეზე?! როგორ კაფიაობენ და კეკლუცობენ?!

გაჩერდით ცოტა ხანს, კადრს მიღმა იმუშავეთ და ეძებეთ ჭეშმარიტება რეიტინგზე ფიქრის გარეშე!”- წერს ლელა გაფრინდაშვილი ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE