“თურქეთისა და ისრაელის საფეხბურთო გუნდების შეხვედრა ბათუმში არ უნდა გამართულიყო, ეს მატჩი რომ უდაო, გადაჭარბებულ რისკებს შეიცავდა და ცეცხლთან თამაში იყო, ამის პროგნოზირებას განა დიდი ანალიტიკური გააზრება სჭირდებოდა? არა.”– წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში და აფასებს 2026 წლის 26 ნოემბერს, ბათუმი არენაზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც თურქეთისა და ისრაელის საფეხბურთო ნაკრებების გაულშემატკივრები ჯერ ერთმანეთს, შემდეგ პოლიციას დაუპირისპირდნენ.
“თურქეთის მოქალაქეები რომ ასე უდიერად იქცევიან საქართველოს ტერიტორიაზე და ქართულ პოლიციას არ ემორჩილებიან, ამისი მიზეზი ის ხომ არაა, რაც წლების მანძილზე აჭარაში ხდება- თურქეთის უზარმაზარი გავლენები, როგორც ეკონომიკური, ისე იდეოლოგიური და ამ დროს, საქართველოს ხელისუფლება სადაა?
ჯერ კიდევ პარლამენტში ყოფნისას საჯაროდ ვლაპარაკობდი იმ საფრთხეებზე, რაც აჭარაში ხილული იყო და დღესაც ხილულია, ვინმემ გადადგა ერთი ნაბიჯი მაინც ჩვენი- საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ? არა! ბოლო წლების მანძილზე კიდევ უფრო გაიზარდა და გაღრმავდა თურქული გავლენები.
თურქეთში ვინმე დაუშვებს ქართული კვარტალი გავაშენოთ სტამბოლის ცენტრში?! აბა, ჩვენ როგორ მოვახერხეთ, რომ ბათუმის ცენტრალური კვარტალი პატარა სტამბოლია?! როგორ მოვახერხეთ, რომ თურქული სკოლები, საბავშვო ბაღები სახელმწიფოს კონტროლს მიღმა მივატოვეთ და მივატოვეთ აჭარის მაღალმთიანი რეგიონის ახალგაზრდები, რომლებიც მასობრივად გადიან სტამბოლსა და ანკარაში არა მათემატიკის ან ქიმიის შესასწავლად, არამედ სასულიერო განათლების მისაღებად და საქართველოში თურქეთის ჯარისკაცებად გვიბრუნდებიან…
ბათუმში მომხდარი ფაქტი, პირველ რიგში, ამ კონტექსტშია გასააზრებელი და არა უეფას და ფეხბურთის ჭრილში. ეს ჩვენი უსაფრთხოების საკითხია და ამ ფონზე, გონიოში, საქართველო- თურქეთის საზღვართან მინი- აბუ-დაბის მშენებელობა სრულ უგუნურობად მიმაჩნია”– წერს ირმა ინაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს





