ძალიან მეცოდებიან ასეთი გოგონები, მაგრამ ტვინიც უნდა დააყოლო – მაკა რაზმაძე

473
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ტელეწამყვანი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ნიგერიელებმა ვიღაც ქალს ფულები აგზავნინეს ფეიკ შეყვარებულისთვისო და დაუჭერიათ თაღლითობისთვის ეს ნიგერიელები, არადა რამდენი ასეთი ვითომ თავმოყვარე ქართველი “ვაშკაც” ვიცი, ემიგრანტ გოგონებს ცოლობას რომ ჰპირდება და “სანამ მოიყვანს” მანამდე ფულებს რომ აგზავნინებს, ხან რა და ხან რა მიზეზით, ეს არაა თაღლითობა და დასჯადი ქმედება ნეტავ?

გოგონებო,ნუ უგზავნით ფულს ემიგრაციიდან თქვენს ვითომ შეყვარებულებს, აბა არ გამოუგზავნოთ და უცებ მიხვდებით უყვარხართ თუ არა. ისე კი, მე გეტყვით, სანამ გადაამოწმებთ –  თქვენნაირი 9 ჰყავთ ეგეთებს და ისევე აბოლებენ, როგორც თქვენ ბოლდებით. არ გჯერათ? დაადებინეთ თქვენი საერთო ფოტო თავის ფბ-ზე აბა?!
ძალიან მეცოდებიან ასეთი გოგონები, მაგრამ ტვინიც უნდა დააყოლო როცა უცნობს ” ცოლად მიჰყვები” – წერს მაკა რაზმაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE