მელიას ვინმემ გადაცეს – ირმა ინაშვილის პასუხი ნიკა მელიას

462
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

“პატრიოტთა ალიანსი”-ს გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრ ნიკა მელიას ფეისბუქ პოსტს ეხმიანება.

“დიახ, ჩემი საათია, რომელიც მაგიდაზე მუშტის დარტყმის გამო კი არა, მანდატურებთან ურთიერთობისას იატაკზე დაეცა. მელიას ვინმემ გადაცეს, რომ ეს ერთობ სიმბოლური ფაქტია. ჩემი საათი ამბობს, რომ ნაცმოძრაობისთვის წამზომი ჩართულია! ფინალი ახლოვდება! საათს, რომელსაც საკუთარ ხელისგულზე ასე სათუთად გადაუღო ფოტო, ამჯერად მხოლოდ ეს დატვირთვა აქვს. ისე, ადამიანი მსგავსი ფოტოს გადაღებას და მერე გაზიარებას რომ გადაწყვეტს, ჩემში უკვე უფრო სიბრალულს იწვევს, ვიდრე გაბრაზებას და რაიმე სხვა, ნეგატიურ რეაქციას. ცოდოა.”– წერს ირმა ინაშვილი.

ამ თემაზე:

“გადარჩენილი ვარ, მტერს მოხვდა ირმას მარჯვენა” – ნიკა მელია ფოტოს აქვეყნებს

თქვენი კომენტარი?
IMG.GE