გრიგოლ ვაშაძე – დავით ბაქრაძეს დავურეკე და ძალიან დიდი მადლობა ვუთხარი ამ უმაღლესი პოლიტიკური კულტურისთვის

287
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დავით ბაქრაძეს დავურეკე და ძალიან დიდი მადლობა ვუთხარი ამ უმაღლესი პოლიტიკური კულტურისთვის, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რითაც “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„დამერწმუნეთ, ეს მთელი ოპოზიციის გამარჯვებაა. ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს წინ. როდესაც ახალ პოლიტიკურ კულტურაზე ვსაუბრობთ, ეს პირველ რიგში ნიშნავს პროდასავლური ძალების თანამშრომლობას. უღრმესი მადლობა დავით ბაქრაძეს იმ განცხადებისთვის, რაც გააკეთა. პარტიამ გამოხატა მხარდაჭერა, რაც ნიშნავს, რომ მეორე ტურში ერთად ვიბრძოლებთ. რა ორგანიზაციულ ფორმას მიიღებს ეს, ამას ვნახავთ”, – განაცხადა ვაშაძემ.

„ევროპული საქართველო“ არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს.

„თუ დაჯდება სურათი, რომელსაც აჩვენებს კვლევა, იქნება მეორე ტური და მასში მონაწილეობას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. მე მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, მას დაუჭირონ მხარი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE