ბოლო ამბები
11/10/2024

“ქართულმა ოცნებამ” დღესაც ჩაშალა კენჭისყრა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით

გაზიარება

პარლამენტში კიდევ ერთხელ ჩავარდა კენჭისყრა, რომელიც მოსამართლეების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

“ქართულმა ოცნებამ” რეგისტრაცია მიზანმიმართულად არ გაიარა, რითაც სოლიდარობა გამოხატა მოსამართლეების მიმართ.

რეგისტრაციის არგავლით კვორუმი არ დგება, რაც საბოლოოდ კენჭისყრის ჩაშლას ნიშნავს.

კენჭისყრისთვის 76 დეპუტატის ხმაა საჭირო, თუმცა დღეს, ისევე როგორც 18 აპრილს, მხოლოდ 52 კანონმდებელმა გაიარა რეეგისტრაცია და ისინიც მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები არიან.

მოსამართლეების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციამ დააყენა მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველ მოსამართლეს კორუფციული გარიგებების ბრალდებით სავიზო სანქციები დაუწესა.

სხვა ამბების წაკითხვა