ძმების განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს

204
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მეზობლად მცხოვრებ ძმებს – 2001 წელს დაბადებულ ვ.გ.-ს და 2003 წელს დაბადებულ ფ.გ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება სამკურნალო დაწესებულებაში გაეწიათ, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა ე.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE