დროა, ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი და პრემიერობის კანდიდატი გახდეს – არჩილ გამზარდია

693
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

მემგონი, რომ ახლა დროა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი გახდეს და ქართული ოცნების პრემიერობის კანდიდატი გახდეს, გახარია კი პარლამენტის თავმჯდომარეობის.”- ამის შესახებ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია წერს სოციალურ ქსელში:

“და მოხდება ის, რაც მუდმივად ხდებოდა 2012-2020 წლებში, ერთმანეთს, ტრადიციულად, მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი დაუპირისპირდებიან, ოღონდ ხილულად, როგორც 2012 წელს და არა შეფარულად, როგორც ბოლო 8 წლის განმავლობაში.

თუმცა, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც 7 წელია საქართველოში არ უცხოვრია, როგორ უნდა გახდეს პრემიერი, ეს კია გაუგებარი.

შესაბამისად, ეს იმიჯის და პოლიტიკურ სპექტრზე გავლენების შეჯიბრება უფრო იქნება, ვინ უფრო დაკარგა ან მოიპოვა იმიჯი და გავლენა, სააკაშვილმა თუ ივანიშვილმა.

ჩვენ კი, ტრადიციულად, ერთ წრეზე ვივლით, როგორც უკანასკნელი 8 წელი დავდივართ.”– წერს არჩილ გამზარდია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE