ბარში, ცემის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

138
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

რამდენიმე დღის წინ, თბილისში მდებარე ღამის ბარ “სქაი GIRLS”-ში, ახალგაზრდა მამაკაცის ცემის საქმეზე მე-4 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის 3 სხვა თანამშრომელთან ერთად,
რომლებიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე
დააკავეს, დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენა. მომხდარის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 1986 წელს
დაბადებულმა ორმა პირმა.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ
დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და
„დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ასევე, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო
მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან
შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით.

ამ თემაზე:

დააკავეს ბარის დაცვის თანამშრომლები, რომლებმაც სტუმარს სასტიკად სცემეს

დაცვის წევრების შემდეგ ბარის მენეჯერიც დააკავეს (ვიდეო)

თქვენი კომენტარი?
IMG.GE