გადაეცით ირმა ინაშვილს – მაია ორჯონიკიძის პასუხი

561
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მხატვარი მაია ორჯონიკიძე პატრიოტთა ალიანსის გენერალურ მდივან ირმა ინაშვილს პასუხობს.

“გადაეცით ირმა ინაშვილს,რომ სერგო ორჯონიკიძის შთამომავალი ნამდვილად არ ვარ და ვისიც ვარ-ყველამ კარგად იცის. რაც შეეხება იმას,რომ ილიას მკვლელი ივანე ინაშვილი მისი წინაპარი არ ყოფილა-ასეც რომ იყოს,რეალურად მის საქმეს აგრძელებს.

ილია ჭავჭავაძე რუსეთის მეფის ოხრანკის დავალებით ქართველმა მოღალატეებმა მოკლეს,დღეს კი პუტინის რუსეთის დავალებებს სწორედ ირმა ინაშვილი და მისი ე.წ. “პატრიოტთა ალიანსი” ასრულებს. ასე რომ სისხლით თუ არა-საქმით სწორედ იმ ვანო ინაშვილის საქმეს აგრძელებთ!
რაც შეეხება იმას,თუ როდის ვხატო და როდის ვიკითხო-ამას როგორმე თავად გადავწყვეტ!”– წერს ორჯონიკიძე.

იხილეთ ირმა ინაშვილის პოსტი:

თქვენი კომენტარი?
IMG.GE