ეს გადათქმა, სააკაშვილის სანდოობაზე კარგს არ ამბობს – გია ნოდია (ვიდეო)

234
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

პოლიტოლოგ გია ნოდიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ, გადაწყვეტილებების გადათქმა, მის თანმიმდევრულობასა და სანდოობაზე დადებითად არ აისახება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში, არჩილ გამზარდიას საავტორო გადაცემა “პოლიტიკა”-ში სტუმრობისას განაცხადა.

 „ის აცხადებდა რომ არ აპირებდა თანამდებობაზე მოსვლას, ახლა უცბად გადათქვა, მე არა მგონია რომ ეს გადათქმა თავისთავად პოზიტიურია. ეს მის თანმიმდევრულობაზე და სანდოობაზე კარგს არ ამბობს, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან  სააკაშვილის ეს განცხადება,  არის პოლიტ ტექნოლოგია, ანუ მას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. ეს მე წამგებიანი მგონია.“ – განაცხადა გია ნოდიამ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE