უცხოელი ‘ინვესტორების’ წინ გაწოლა და მათთვის საქართველოს მიწა-წყლის გადაცემა არის ღალატი – ირაკლი კაკაბაძე

409
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მწერალ ირაკლი კაკაბაძის მოსაზრება უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოს მიწებისა და სტრატეგიული ობიექტების გადაცემის შესახებ.

“მე ვთვლი რომ უცხოელი ‘ინვესტორების’ წინ გაწოლა და მათთვის საქართველოს მიწა-წყლის და სტრატეგიული ბუნებითი რესურსების გადაცემა – დღეს გლობალისტური ველური კაპიტალიზმის პირობებში არის ქვეყნის ღალატი და მისი ოკუპაციის დაკანონება. დღეს ეკონომიკური ოკუპაცია არანაკლები ჩაგვრის ფორმაა, ვიდრე სამხედრო ოკუპაცია.

საკუთარი ერის სოციო-ეკონომიკურ მონობაში ჩაგდება არის სირცხვილი – და არა ამის გაპროტესტება. ტრანს-ნაციონალური კორპორაციების მონობა არანაკლები მონობაა რომელიმე დიდი იმპერიის მონობაზე. რამეთუ დღეს დღეს მსოფლიოს ყველაზე დიდი და საშიში იმპერია ტრანს-ნაციონალური, გლობალური კორპორატიული ყულფია, რომელიც ნებისმიერ ქვეყნის საზღვრებს არღვევს და თავისი ტერიტორიით ნებისმიერ იმპერიას აღემატება. ეს ერთი. და მეორე – მიწას ომით რომ წააგებ ეს ცუდია, მაგრამ არ არის აუცილებლად ღალატის შედეგი – და შენი სურვილით თუ გაყიდი – მაშინ ასი პროცენტით მოღალატე ხარ.

დღეს მე ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც მიწის გაყიდვის კანონს აპროტესტებს. მეც მათთან ერთად ვაპროტესტებ. ვინც კი მიწის გაყიდვის მომხრეა – ის არის საქართველოს დამონების, დაჩმორების და კორპორატიული ოკუპაციის მომხრე.“- აცხადებს კაკაბაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE