გლდანში ეძებენ მამაკაცს, რომელიც გოგონებზე სექსუალურ ძალადობას ცდილობს (ვიდეო)

395
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE


 

მოზარდებზე ძალადობის მცდელობის რამდენიმე შემთხვევა გლდანში დაფიქსირდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოძალადე, სავარაუდოდ, 30 წლამდე მამაკაცია.

ადგილობრივებმა სამართალდამცავებს მას შემდეგ მიმართეს, რაც არასრულწლოვან გოგონებზე ძალადობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

ამოღებულია ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა სექტემბერში მოხდა, როდესაც სავარაუდო დამნაშავემ მაღაზიაში მარტო ჩასული 9 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შეიტყუა და მასზე ძალადობა სცადა.

9 წლის გოგონას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სავარაუდო მოძალადე ამ შემთხვევის შემდეგ გაიქცა და მისი დაკავება ვერ მოახერხეს. მათ სამართალდამცავებიც გამოიძახეს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ უთხრეს, რომ მსგავსი შემთხვევა მუხიანშიც დაფიქსირდა, თუმცა, პირის იდენტიფიკაცია ვერ მოახერხეს.  საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE