ამას პოლიტიკოსობას უწოდებთ და არც გრცხვენიათ! – მაია ნიკოლეიშვილი

301
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ფეისბუქში წერს:

“ჟურნალისტებს “უკვირთ”, მაგრამ თქვენ რომ მოსკოვში ვოიაჟები გაგიკვირდებათ, ჰაჰაჰაააა, როგორც იტყვიან, “курам на смех!”

15 წლის წინ, მეც დავუშვი მწარე შეცდომა, დიდი ხანია გავიაზრე და ვინანე, მწარედ, მაგრამ, თქვენ?! სხვას ერთი ნაბიჯის “წაცდენაზე” სვავებივით წაესევით, თვითონ კი, გაზაფხულზე, ტოტიდან ტოტზე მოხტუნავე ჩიტებივით, იცვლით მოკავშირეებს და პრინციპებს! ამას პოლიტიკოსობას უწოდებთ, და არც გრცხვენიათ!

იმასაც ამბობთ, 30 წელია პოლიტიკაში ვარო; “გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო!”-რა შემატეთ საქართველოს და ქართულ პოლიტიკას, თქვენი პოლიტიკაში “დამჟავებით”? სხვის გინებაში აღებული, ლუზერის ხელფასით მოგაქვთ თავი, თან, გიხარიათ, ხალხი მცნობსო! როგორც ავყიებს და არა საქმის მკეთებლებს გცნობენ; მაგარი საამაყოა!

მოეშვით, რა, ამ იაფფასიან კლიშეებს! საერთოდ არ ვიცნობ უჩა მამაცაშვილს, მაგრამ, თქვენ, ჰო, თქვენ, მოსკოვში ვოიაჟები, მოსკოველი პარტნიორები და ბოსები გიკვირთ?! როგორ მეცინება”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE