ფიზიკური დაპირისპირება – თბილისის მერიამ მოქალაქეებს უკანონოდ აშენებული სახლები დაუნგრია

330
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

თბილისის მერიამ, I რეხის ქუჩის მიმდებარედ, მოქალაქეებს, უკანონოდ აშენებული სახლები დაუნგრია, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოსახლეების თქმით, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სახლების დანგრევას აპირებდნენ და ნივთების გამოტანაც ვერ მოახერხეს. ერთ-ერთი მოსახლის განცხადებით, მან 15 ათასი ლარი გამოიტანა ბანკიდან, რათა სახლი აეშენებინა.

ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.

“თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში, კერძოდ, I რეხის ქუჩის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე
შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო.

ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ
მიწის ნაკვეთზე, გამოვლენილ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე
ფაქტი, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წლის
აგვისტოში მოკვლევა დაიწყო.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე ოთხი შენობა-
ნაგებობა უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის
შესაბამისად, მათი დემონტაჟის შესახებ დადგენილება გამოსცა.”- ნათქვამია განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE