როგორია თეონა ცხომელიძის მდგომარეობა? – ჟურნალისტის დღიური კლინიკიდან

645
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

კურიერის წამყვანი თეონა ცხომელიძე, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, კლინიკიდან მისი მდგომარეობის შესახებ, პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციებს დაავადების მიმდინარეობისა და სიმპტომების შესახებ, რამაც ერთგვარი დღიურის სახე მიიღო. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად.

“ვიფიქრე აღარ დავწერთქო, მიჭირს ტელეფონში დიდ ხანს კაკუნი, მაგრამ იქნებ ვიღაცას როგორ წაადგეს. უფრო მომზადებული შეხვდება ყოველ მომდევნო დღეს,
თუ კოვიდთან მოუწევს ბრძოლა. ბევრი ადამიანი მწერს, რომ ელოდება ამ კოვიდ დღიურებს, ამიტომ:

დღე 5

გუშინ ღამე პირველად რაც აქ ვარ სიცხე მქონდა, კარგად დამაგდო. ცოტა სურდოც დაემატა, ხველა და ვიფიქრე – აი, მორჩა დაიწყოთქო.

რა სიგიჟეა – ვწევარ არ ვინძრევი და სიმპტომები თავისით ემატება. მაგრამ დღეს დილით არც სიცხე მაქვს და თავსაც ისევ ჩვეულებრივად ვგრძნობ.
მარტო ვახველებ და ისევ ვსუნთქავ ინჰალატორიდან. გემოს მიყვა ყნოსვა, ვერაფერს ვგრძნობ. სუნამოს ვისხამ ხელზე და თოთქოს წყალია. არა და ცხვირით ჩვეულებრივად ვსუნთქავ -perfect sense-ის პერსონაჟივით ვარ.

ვიღაცები წერენ თურმე, რომ კორონა არ არსებობს და მე ფული ავიღე აქ მოხვედრაში, გულრწფელად რომ გითხრათ, ეგრე მერჩივნა, მაგრამ არაა. ამიტომ სისულელეების ფრქვევას, უბრალოდ პირბადე ატარეთ – ასე ჯობია. მე მეცინება, დედაჩემი და ჩემი და კი ნერვიულობენ ამ კომენტარებზე – შემომთავაზეს გავლანძღავთ იმ ხალხსო, ვუთხარი, რომ იმათ თავიანთი გაჭირვებიათ და დავიკიდეთ. მარტო ერთს ვუსურვე აქ მოხვედრა, წერდა არც გამოსულა იმ ბოქსირებულიდანო..

ეს თითო შეშლილი რა მოსატანია იმ ჯადოქრობასთან რაც ჩემს თავს ხდება და კორონაზე ბევრად, ბევრად მნიშვნელოვანია. მინდა მოგიყვეთ თანადგომაზე:

თუ გგონიათ, რომ რომელიმე მესიჯი არ მინახავს იმ ათასობით გზავნილიდან, რაც მომდის ყველა ქსელში, ცდებით… თუ გგონიათ, რომ კომენტარები გამომრჩა, ასევე ცდებით. ყველაფერს ვკითხულობ, ვერ ვპასუხობ უბრალოდ ჯერ. – თითქოს ხომ მარტივად ბანალურია ‘გისურვებ გამოჯანმრთელებას’?! არა, ხალხო, არა! სრულიად ჯადოსნურია. ისეთი სიძლიერის ტალღამ გადამიარა ამ ზარების, მესიჯების, სურვილების, უცნობი ადამიანების წერილების, აქ ფანჯრებთან მოსვლა-გამხნევების, რომ რა კორონა?! ვინც მიცნობს იცის – სენტიმენტებში მიჭირს, მაგრამ უნდა იცოდეთ რომ რაღაც ზებუნებრივს ქმნით ყველა ერთად. ეს რა ყოფილა, მადლობა კორონას

სხვა ყველაფერი ძველებურადაა, მეტიც ზუსტად ისევ ისე. აქ შემოსულ გადაფუთულ ექიმებს მხოლოდ სიმაღლით ვარჩევ, დღეში ერთხელ შემოდიან და ფარის მიღმა ამოკეტილები გვესაუბრებიან შორიდან. გუშინდელს გავარჩიე თვალზე ლაინერი ესვა და ისეთი შორეული იყო… სხვა სამყაროში ისვამენ ქალები ლაინერებს. წეღან ერთი წამით დერეფანში გავიხედე, სადაც გასვლის უფლება ცხადია არ გვაქვს და იმხელა მეჩვენა! დავუბრუნდი ჩემს კუთვნილ ოთხ კვადრატს.

მედდა ლალი ისევ ქარიშხალივითაა, 25 დღე უნდა გადავაბაო, ვერ ვათქმევინეთ რას სვამს ასეთს,. 19 კოვიდ 19 -იანი ყოფილა ჩვენს სართულზე, ერთი მძიმეა. დანარჩენები მდუმარედ ვგულშემატკივრობთ იმ ერთს.

კირამ გუშინ მკითხა – ათზე მოხვალო? არათქო… აბაო? პასუხი არ მქონდა”– წერს თეონა ცხომელიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE