მკვლელობა ლარსზე – გარდაცვლილია ორი ადამიანი

218
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

მკვლელობა მოხდა ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან – გარდაცვლილია ორი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევას წინ უძღოდა შელაპარაკება საქართველოს და რუსეთის მოქალაქეებს შორის, რა დროსაც, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა დაჭრა რუსეთის მოქალაქე, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მოკლულის შვილმა კი სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მამის მკვლელობაში ბრალდებულს..

მკვლელობის ბრალდებით 1980 წელს დაბადებული პირი ყაზბეგში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა რომ 14 სექტემბერს, სასაზღვრო გამშვები პუნქტი “დარიალის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაკავებულის მამას საქართველოსა და რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

ამის შემდეგ, გარდაცვლილის შვილმა, შურისძიების მოტივით, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

თქვენი კომენტარი?
IMG.GE