გამოვიდა გვარამია, ეს არსება და თქვა, რომ მისთვის გაუგებარია ოჯახის ერთგულება – ირაკლი ღარიბაშვილი

835
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ეს არსება და თქვა, რომ მისთვის გაუგებარია და ავადმყოფობაა თურმე ოჯახის ერთგულება, სიყვარული, შვილების, მეუღლის და ა.შ სიყვარული.”- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “პალიტრანიუსი”-ს გადაცემაში სტუმრობისას, ნიკა გვარამიას შესახებ განაცხადა და თქვა, რომ მისი და ზოგადად მასთან დაკავშირებული პირების მხრიდან, გამუდმებით მოედინება აგრესიის ნიაღვარი როგორც პარტია “ქართული ოცნების”, ასევე მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით და ზუსტად ისევე უნდა გასცეს პასუხი მმართველმა პარტიამ, როგორც ისინი იქცევიან და ახლა პოლიტკორექტულობის დრო არ არის.

“წარმოგიდგენიათ როგორი დაზიანებული და გაუბედურებული ფსიქიკის ადამიანებთან გვაქვს ურთიერთობა? და რამდენს ვითმენთ, იმიტომ რომ გვაქვს დემოკრატია და ვართ ტოლერანტული საზოგადოება. ის რა ნიაღვარიც მოდის მათი მხრიდან, ახლა არ არის პოლიტკორექტრულობის დრო”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE