ამას არ ველოდი – სანდრო ბრეგაძემ კანდიდატურა მოხსნა

281
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

პოლიტიკური პარტია “ქართული მარში”-ს ლიდერი სანდრო ბრეგაძე, გლდანში, საკუთარ კანდიდატურას ხსნის. ამის მიზეზი კი გახდა “პატრიოტთა ალიანსი”-ს მხრიდან, კანდიდატურის დაყენება, რაც მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

“მოგეხსენებათ რომ გლდანში დავაყენე ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად.  გულუბრყვილოდ მქონდა ილუზია, რომ ყველა ეროვნული ძალა გვერდით დამიდგებოდა, ეტყობა მოხდა დისკომუნიკაცია და ჩემმა მეგობრებმა “პატრიოტთა ალიანსი”-დან დააყენეს თავიანთი კანდიდატურა ჩემს წინააღმდეგ.  სიმართლეს ვიტყვი – ამას არ ველოდი.  ამიტომ კიდევ მე დავიმდაბლებ თავს და ვხსნი ჩემს კანდიდატურას გლდანის საარჩევნო ოლქში,რათა არ შევუშალო ხელი ჩვენს ბრძოლას ლიბერასტების წინააღმდეგ. მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა გამარჯვება და ჭირსაც წაუღია პარლამენტარის მანდატი!”- აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE