“IRI”-ს კვლევაშიც “ქართული ოცნება” ლიდერობს

183
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს, გამოკითხულთა 33% ასახელებს “ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობას 15%, ევროპულ საქართველოსა და სტრატეგია აღმაშენებელს 4-4%, პატრიოტთა ალიანსსა და ლეიბორისტულ პარტიას კი 3-3-%.

კვლევამ საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ‘IRI”-მ 4 და21 აგვისტომდე პერიოდში  ჩაატარა და 18წლიდან ზევით ასაკის 1500 ადამიანი გამოიკითხა.

რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია “ფორმულა”-ს დაკვეთით, კომპანია “ედისონ რისერჩმა” გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომელშიც ქართულ ოცნებას 38 პროცენტი, ხოლო ნაციონალურ მოძრაობასა და გაერთიანებულ ოპოზიციას, ერთიანად 15 პროცენტი ჰქონდა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE