ჯაბა ჯიშკარიანს კორონა ვირუსი დაუდასტურდა

170
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის” წევრ ჯაბა ჯიშკარიანს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. ის ვარაუდობს, რომ ინფიცირების წყარო ლევან გოგიჩაიშვილია.

“რაც შეეხება წყაროს – მე ყველა მეგობართან მქონდა კომუნიკაცია, ვისაც დაუდასტურდა COVID-19 და იმ დღიდანვე გადავედი თვითიზოლაციაში, შემდეგ კი კარანტინში. გუშინ მქონდა სიმპტომი – ყნოსვის და გემოს შეგრძნება დავკარგე და, ასევე, თავის ტკივილები მქონდა. კარანტინის ექიმმა დამიწერა რეკომენდაცია, რომ გადავსულიყავი ცხელების ცენტრში, სადაც ამიღეს PCR ტესტი. დღეს, 3 საათზე მოვიდა პასუხი და დამიდასტურდა კორონავირუსი. სიმბოლურია, რომ 19 სექტემბერს დამიდასტურდა COVID-19 და, ამასთანავე, “ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსს” ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წილისყრაში ამოუვიდა ნომერი 19, ჩვენი პარტიის რიცხვი. რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას – ძალიან კარგად ვგრძნობ თავს,”- განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE