თანაინვესტირების ფონდი ნოდარ მელაძის გადაცემის ანონსს ეხმიანება

495
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ეხმიანება ტვ პირველის გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათი”-ს ანონსს

“გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სამხრეთ ამერიკაში, კანაფის კულტივაციის პროექტის ავტორი და ინვესტორია. აღნიშნული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და წარმოადგენს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების, ასევე მათ მიერ კონტროლირებადი მედიის მიერ ჩვენი ფონდის დამფუძნებლის წინააღმდეგ პოლიტიკური მიზნებით წარმოებული მრავალწლიანი ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც მისი ინიციატივით დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდს, არავითარი კავშირი არ აქვს ურუგვაიში არსებულ წარმოებასთან. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ინვესტორი გახლავთ ქართველი ბიზნესმენი, თემურ უგულავა, რომელსაც არანაირი შეხება ჩვენს ფონდთან არ გააჩნია.

რაც შეეხება „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ ორი ყოფილი თანამშრომლის, ქალბატონი ანა ქობალიას და ბატონი ნიკა ბოლქვაძის აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას. გვინდა განვაცხადოთ, რომ ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მართლაც მუშაობდნენ საქართველოს თანაინვესტირების ფონდში, თუმცა 2019 წლის მარტის თვეში, საკუთარი სურვილით დატოვეს ფონდი და არ ვფლობთ ინფორმაციას, თუ სად გააგრძელეს საქმიანობა, ისევე როგორც იმ ათეულობით თანამშრომლის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა დროს საქმიანობდნენ 7 წლის წინ დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდში. ამის თაობაზე ჩვენ შესაბამისი განმარტება მივეცით ტვ პირველს, თუმცა ტელეკომპანია ჯიუტად ცდილობს ამტკიცოს, რომ თითქოს აღნიშნულ ინფორმაციას ფონდი მალავს და არ ასაჯაროებს.” – ნათქვამია განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE