კომპანია “ფარმინი”-ს განცხადება ნოდარ მელაძის გადაცემის საპასუხოდ

482
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ურუგვაიში დაფუძნებული კომპანია “ფარმინი” განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება ნოდარ მელაძის გადაცემაში გასულ სიუჟეტს იმის შესახებ, რომ მარიხუანის ბიზნესი  ბიძინა ივანიშვილმა ურუგვაიში, სწორედ ამ კომპანიის საფარქვეშ გააგრძელა, ვინაიდან საქართველოში ამის შესაძლებლობა არ მიეცა.

“გაკვირვებულები ვართ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასული ანონსის შინაარსით, რომელშიც ყოველგვარი არგუმენტების გარეშე საუბარია საქართველოს
თანაინვესტირების ფონდისა და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე ურუგვაიში დაფუძნებულ ჩვენს კომპანიასთან. ეს ინფორმაცია ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან კომპანია „PHARMIN“-ის ერთადერთი ინვესტორი ბატონი თემურ უგულავაა.

PHARMIN-ი ლიცენზირებული კომპანიაა, რომლის საქმიანობაც სამედიცინო კანაფი კულტივაცია, მისგან ზეთის გამოხდა და სხვადასხვა სამედიცინო პროდუქციის
წარმოებაა. კომპანია ოპერირებს ურუგვაიში, ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო კანონის დაცვით. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ PHARMIN-ის პროდუქცია მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენება.” – აცხადებენ კომპანიაში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE