“მთავარი არხი”-ს დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშიც “ქართული ოცნება” ლიდერობს

406
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კომპანია “იფსოსი”-ს მიერ, “მთავარი არხი”-ს დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშიც, ისევე როგორც სხვა კომპანიების რეიტინგებშიც მმართველი პარტია ლიდერობს. 25 პროცენტი “ქართული ოცნება” და 15.5 პროცენტი “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია.”

  • “ევროპული საქართველო” – 5 %
  • “სტრატეგია აღმაშენებელი” – 3 %
  • “ლეიბორისტული პარტია” – 3 %
  • “პატრიოტთა ალიანსი” – 3 %
  • “გირჩი” – 2,5 %
  • “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” – 2,5 %
  • “ლელო საქართველოსთვის”  – 2 %
  • ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები” – 1,5 %
  • “თავისუფალი საქართველო” – 1 %
  • სხვა პარტიები – 3 %
  • არ ვიცი – 19 %
  • უარი პასუხზე – 14 %

ალოკაციით (ალოკაცია არის ხმების დათვლის ისეთი საშუალება, როცა რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას) მიღებული შედეგებით კი, იგივე კითხვაზე ხმები ასე გადანაწილდა:

“ქართული ოცნება” – 38 %
“ნაციონალური მოძრაობა” და გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” – 26 %
“ევროპული საქართველო” – 9 %
“სტრატეგია აღმაშენებელი” – 5 %
“ლეიბორისტული პარტია” – 4 %
“პატრიოტთა ალიანსი” – 4 %
“გირჩი” – 3 %
“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” – 3 %
“ლელო საქართველოსთვის” – 3 %
ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები” – 2 %
“თავისუფალი საქართველო” – 1 %
სხვა პარტიები – 2 %
შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხის” დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE