დასასვენებლადაც დავდივარ, ვიცინი, ვმღერი და ვცეკვავ კიდეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ განვიცდი – ლულუ კახიანი

607
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ვთხოვ ყველას, თავი შეიკავეთ უარყოფითი კომენტარებისგან, არამარტო ჩემთან, ზოგადად, ასეთ თემებთან მიმართებაში, რადგან ეს არის უკომენტაროდ”– განაცხადა ტელეწამყვანმა ლულუ კახიანმა,  რომლის ქალიშვილმაც ერთი წლის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ის ასევე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში, მოქალაქეთა კომენტარებს, რომლებიც აღშფოთებას გამოთქვამდნენ მისი ჩაცმულობის, მაკიაჟის თუ ქცევების გამო, მიუხედავად დატრიალებული ტრაგედიისა.

“მაკიაჟსაც ვიკეთებ ჩვეულებრივად, დასასვენებლადაც დავდივარ, ვიცინი, ვმღერი და ვცეკვავ კიდეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ განვიცდი. ისე ლაპარაკობს, თითქოს მეზობლის შვილი მოკვდაო. ყველა მშობელს გამძლეობას ვუსურვებ.

ხშირად დამესიზმროს, ალბათ ეს არის ყველაზე რეალური ოცნება ამ მომენტისთვის. აუცილებლად ვეტყოდი, რომ ძალიან ლამაზია. ბოდიშს მოვუხდიდი, ვეტყოდი, რომ მაპატიე ლენო, რომ შესაძლოა სათანადოდ არ ვედექი გვერდში, როცა ჭირდებოდა, რაღაც დანაშულის გრძნობა მაინც არის”- ამბობს ლულუ კახიანი “მთავარი არხი”- ს რუბრიკაში “მისი ისტორია”

თქვენი კომენტარი?
IMG.GE