ვინ დაესწრება სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას? – (ვიდეო)

310
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას მსოფლიოს 55 ქვეყნის 150-მდე წარმოამდგენელი დაესწრება. ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ გააცნო ჟურნალისტებს.

„საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი. საქართველოს ეწვევიან მაღალი რანგის სტუმრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ეწვევა 16 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ეს არ გახლავთ საბოლოო მონაცემები, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს ინფირმაციის გაცვლა მეგობარ სახელმწიფოებთან. საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობა მიუთითებს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო თანამეგობრობაში და გამოხატავს მზაობას, რომ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლოთ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისათვის. ინაუგურაციის ღონისძიების ფარგლებში საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართავენ ორმხრივ შეხვედრებს, როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან,“ – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE