ეს მუშტი ყბაში წამალივით იყო ქართული ოცნებისთვის, მოუხდებათ – რუსუდან შარაძე

349
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფასებს.

,,არ გაიტან, გაგიტანენ“! – ფეხბურთშიც ასეა და ცხოვრებაშიც. არ ყოფილა დემოკრატია ლობიოობა, გასაოცარი დემოკრატიის თამაშობანა მითუფრო. საბოლოოდ არ გადაგვრიოთ, თორემ გატანას და ლობიოს ერთად გაჩვენებთ ყველას!

მკვლელების დაბრუნებას არ დავუშვებთ, სისხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს და დაგაყოლებთ ზედ, ოცნების მაგივრად რომ ყველაფერი ხართ! ღმერთმა ნუ ქნას, აქამდე მივიდეს საქმე. იმედია, უკვე მისული არაა და იღონებთ რამეს, თქვენს მოსვრილს თქვენვე მოასუფთავებთ, ბოდიშს მოუხდით ხალხს და გააკეთებთ იმას, რაც 6 წლის წინ უნდა გაგეკეთებინათ – გაიტანეთ!!!  გაიტანეთ, თორემ გაგიტანთ!

ნიშნისმოგებით ლაპარაკი მდაბიოობაა და არ დავიწყებ, თორემ ასი თაბახი არ მეყოფა… გამძლეობას გისურვებთ, ხალხო! არ ჩამოყაროთ ხელები, გული არ გაიტეხოთ. ბევრნი ვართ, ძაალიან ბევრნი! ეს მუშტი ყბაში წამალივით იყო. მოუხდებათ და აწი კეთილს ინებებენ. ყველა გამარჯვებას ზეიმობს და სინამდვილეში, ეს ჩვენ გავიმარჯვეთ, 53%-მა. ახლა ჩვენ როგორც გადავწყვეტთ, ისე იქნება საქმე”– აცხადებს შარაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE