ბექა ოდიშარიას დუქნის კუპედან ახლადგამოსულისა და ხინკლის წვენში ამოდუდღნულის გამომეტყველება აქვს – ლევან ლორთქიფანიძე

295
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძის სატირულ-იუმორისტული პოსტი ქართული ოცნების ცალკეული კანდიდატების საარჩევნო ფოტოებთან დაკავშირებით:

“ნეტავ სად შეარჩია “ქართულმა ოცნებამ” ფოტოგრაფი? – ბექა ოდიშარიას დუქნის კუპედან ახლადგამოსულისა და ხინკლის წვენში ამოდუდღნულის გამომეტყველება აქვს, სახეზე აწერია “გავძეხი, მეტი აღარ შემიძლია, ბორჯომი მომაწოდეთო.”
ნოდარ ტურძელაძე მამა აბრამის ბატკანსა და ოლია მათხოვარს შორის არის, ერთი გამოწვდილი ხელი აკლია ისეთი საწყალობელი სახე აქვს პლაკატებზე. გია ვოლსკის კი მგონი პამადა “ვიშნიოვი პაცელუი” უსვია”- წერს ლევან ლორთქიფანიძე.
თქვენი კომენტარი?
IMG.GE