როგორ მეცნობა მიშას ხელწერა – მაია ნიკოლეიშვილი

1215
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სამედიცინო ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის პოლიტიკური პოსტი ფეისბუქში.

“ჰაჰაჰა, როგორ მეცნობა მიშას ხელწერა. მოტყუებას და გამოყენებას უპირებდნენ ერთკაციან-ერთქალიანი “პარტიუკები” და საბოლოოდ, ვინ დარჩა მოტყუებულ-გამოყენებული ? 

“სრულიად საქართველოს ოპოზიციური ერთობა” დიდხანს ქსელავდა, მერე მატი უთხრა ბოროტმა ობობამ და აქეთ გააბა “ფანჩატურელები” მათსავე მოქსოვილ ბადეში! საარჩევნო ნომრები უკვე დამტკიცდა, უკან გზა აღარ არის, და დარჩნენ ასე, მიშას ხმების გარეშეც და უბლოკოდაც -საინტერესო “ტოპკა” იყო, ჰაჰაჰა, ბრავო, მიშა! მეორე ადგილისთვის ყველაფერი დადო, ყველა დაძირა, მაგრამ, მესამე-მეოთხეს მაინც ვერ აცდება, я так думаю! 

ამ ნაბიჯის გაანალიზებით, სავარაუდოდ, ხელისუფლების შეცვლის ძალადობრივი გზაც უკვე დიდად არ ეიმედება არშემდგარ მესიას და არჩევნებში ხმების მიღებაზე დადო ფსონი. სხვებსაც ჩაუფუშა არჩევნების შემდგომ ხელისუფლების “დელეგიტიმაციის” სარეზერვო იმედი! იქნებ, ბელორუსიის პრეცედენტის გათვალისწინებითაც. . .

ხო, მწარედ მოტყუებულ პოლიტიკოსებს ჩემი უსაყვარლესი იგავ-არაკის, კრილოვის “Волк на псарне”-ს გადაკითხვას ვურჩევდი, მაინც, 2024წ. არჩევნებისთვის”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE