თამაზ მეჭიაურის მძღოლი კომიდან გამოვიდა

622
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლი კომიდან გამოვიდა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს მკურნალობას. გიორგი ხუმარაშვილმა თვითმკვლელობა რამდენიმე დღის წინ სცადა.

როგორც მისი დედა ამბობს, მან ვერ გაუძლო სტრესულ მდგომარეობას და ზეწოლას, რადგან სოფლის რწმუნებული  ზურაბ ბექაური მას სთხოვდა, რომ თამაზ მეჭიაურზე კონფიცენციალური ინფორმაცია მოეპოვებინა და მისთვის გადაეცა, რაც გიორგი ხუმარაშვილმა არ გააკეთა და ერთადერთ გამოსავლად თავის მოკვლა ჰქონდა დარჩენილი.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ხუმარაშვილი, სწორედ ზურაბ ბექაურის რეკომენდაციით გახდა თამაზ მეჭიაურის მძღოლი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE