MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მიმდინარე წლის 15 დეკემბრიდან 2019 წლის 15 მარტამდე დაგეგმილია მეტროსადგურის „სადგური მოედანი 3“ ჩასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ პერიოდში დაიკეტება „სადგური მოედანი 3“-ის ჩასასვლელის ერთი მხარე. მგზავრებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ როგორც მეორე, ასევე მეტროსადგურის ცენტრალური გამოსასვლელით.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER