დავწერე ეს მაინც ყოველი შემთხვევისთვის და გაითვალისწინეთ სამომავლოდ – ირინა სარიშვილი

388
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ირინა სარიშვილის პოსტი სოციალურ ქსელში, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ვერსიას ეხმიანება.

“მე თავს არ მოვიკლავ სანამ ვინმეს ვჭირდები. თუ არავის დავჭირდები, ვერ მოვასწრებ თავის მოკვლას.

ვისურვებდი ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ისედაც რისიც ყველას ძალიან გვეშინია – სიკვდილს ვგულისხმობ, არ გახდება საჯარო გამოძიების საგანი და სიმართლის დასადგენად არ იქნება საჭირო გარდაცვლილი ადამიანის პირადი დღიურის ჩანაწერების გამოქვეყნება.

საჯარო გამოძიება იგივეა რაც ქირურგიული ოპერაციის საჯაროდ ჩვენება, რაც ნორმალურ სახელმწიფოში არ უნდა ხდებოდეს.

დღევანდელ მოცემულობაში, ვინმემ რომ მკითხოს, რომ მოგკლან და შემდეგ თვითმკვლელობა დაგაბრალონ, ამის გასაქარწყლებლად თანახმა იქნებოდით თუ არა რომ თქვენი პირადი ჩანაწერები საჯაროდ გამოქვეყმებულიყოო, რამდენჯერაც არ უნდა მკითხონ, იმდენჯერ ვუპასუხებ – არა! არა! არა! არსებობს რაღაც, რაც ადამიანისთვის, თუნდაც მისი სიკვდილის შემდეგ, საჯაროდ აღიარებულ სიმართლეზე მეტია, რადგან მისი სიკვდილის შემდეგ რჩებიან ადამიანები, რომლებიც მას ძალიან უყვარდა და არ ემეტება ამ ჯოჯოხეთისთვის.

არასამართლებრივ სახელმწიფოში, არშემდგარ საზოგადოებაში რა დამტკიცდება და რა არა, ამას არ ექნება ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა, ხოლო ნორმალურ ვითარებაში სიმართლე ისედაც გახდება საჯარო.

სიმართლე ჩვენს გარეშეც არსებობს, ოღონდ იმარჯვებს მხოლოდ მაშინ, როცა მას უმრავლესობა აღიარებს. და როცა ამის შანსი ნულის ტოლია, თუნდაც გარდაცვლილს, მირჩევნია დავრჩე ამ სიმართლესთან მარტო ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად.

იმ საზოგადოებაში, რომელშიც დღეს ვცხოვრობ და რომლის დიდ ნაწილსაც სეირის ყურება და სხვის ცხოვრებაზე მსჯელობა–განკითხვა ურჩევნია, ცოცხალსაც არ მაინტერესებს, ჩემზე ვინ რას ფიქრობს და მერე ხომ მით უმეტეს.

რა ვიცი, დავწერე ეს მაინც ყოველი შემთხვევისთვის და გაითვალისწინეთ სამომავლოდ რო რამე”- წერს ირინა სარიშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE