სიურპრიზი იყო ნანუკა ჟორჟოლიანი – სევდია უგრეხელიძე

339
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სევდია უგრეხელიძე, მაჟორიტარობის კანდიდატად, ნანუკა ჟორჟოლიანის წარდგენას ეხმიანება და დადებითად აფასებს.

“მთავარი ოპოზიციური ძალის წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატებიდან სიურპრიზი იყო ნანუკა ჟორჟოლიანი და ძლიერ გამახარა. კარგად ახსნა თავის გადაწყვეტილება მაგრამ უფრო მისი ცხოვრებისა და საქმიანობის, მყარი შეხედულებების, პატრიოტიზმისა და გულწრფელობის გამო. მჯერა, გამოცდილი პოლიტიკოსების გვერდით, ნანუკა იტყვის განსხვავებულ, ცოცხალ და მართალ სიტყვას.”– აცხადებს სევდია უგრეხელიძე, რომელიც ამის შესახებ ფეისბუქში წერს:

თქვენი კომენტარი?
IMG.GE